logo
ENG



მოსკოვის მერის თქმით, "რისკების შესამცირებლად" მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა

24 ივნ 202319:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/qidqp9rfg7ntd4j.jpg

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ცნობით, "რისკების შემცირების მიზნით" მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

სობიანინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მოსკოვში კონტრტერორისტული საოპერაციო რეჟიმია გამოცხადებული და რუსეთის დედაქალაქში "რთული სიტუაციაა".

მერმა მოსკოვის მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მისი თქმით, "ქალაქის სამსახურები მზადყოფნაში არიან". სობინიანმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ქალაქის ზოგიერთი გზა და უბანი ტრანსპორტისთვის ჩაიკეტოს.

ვაგნერის სამხედრო კოლონა რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ჩრდილოეთით, მოსკოვის მიმართულებით გადაადგილდება.


close დახურვა